ის პროექტის სათაური
მოხალისეობა კეთილშობილური საქმეა.
მოხალისეობა მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. იგი ერთერთი პრიორიტეტული საქმიანობაა ბევრ ქვეყანაში,რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე,
მოხალისეობისადმი ინტერესის გაღვივება უნდა დავიწყოთ დაბალი კლასიდანვე. მოხალისეობა არის შესანიშნავი საშუალება იმისა, რომ ბავშვი გახდეს საზოგადოების აქტიური წევრი. უკეთ რომ გაიგონ,თუ რა არის მოხალისეობა, მოსწავლეები იღებენ ინტერვიუს ინგლისურ ენაზე სკოლაში მყოფი მოხალისე ამერიკელი მასწავლებლისგან და ასევე ინტერნეტით ინგლისურ ენაზე მოიძიებენ მოხალისეობრივ საქმიანობას სხვადასხვა ქვეყნებში, შემდეგ ბავშვები იწყებენ მუშაობას ჯგუფებში და მიზნად ისახავენ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ საკუთარ სკოლაში,თუ ქალაქში,იკვლევენ რესურსებს და განსაზღვრავენ მოქმედების კურსს.

ამ პროექტის მეშვეობით მოსწავლეები განავითარებენ ახალ იდეებს და გაუზიარებენ სხვებსაც,ისწავლიან საღ მსჯელობას, რაც დაეხმარება მათ პრობლემის გადაჭრაში.
ენის თვალსაზრისით გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და განავითარებენ ინგლისურ ენაზე ინტერვიუს აღების და პრეზენტაციის უნარჩვევებს, ასევე ისწავლიან ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, ანალიზს და ამ ინფორმაციის დაკავშირებას საკუთარ საქმიანობასთან.
საინტერესო იდეაა,მოხალისეობა ნამდვილად არის შესანიშნავი საშუალება, რომ ბავშვი გახდეს საზოგადოების აქტიური წევრი. გისურვებთ წარმატებებს.
ReplyDelete