Saturday, 5 March 2016

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება-როგორ შეიძლება ვიმუშავოთ სუსტ ბავშვებთან და რა დავალება შეიძლება მივცეთ აკადემიურად ძლიერ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს.
ამოვშალეთ ზედმეტი ინფორმაციები ჩვენი პორთფოლიოდან.

Sunday, 28 February 2016

მე-7-ე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ ლინკიდან გადმოტანა როგორ უნდა მოვახდინოთ, და რაც მთავარია გავეცანით შეფასების რუბრიკებს,ვისწავლეთ გუგლ-დრაივში დოკუმენტზე ერთობლივი მუშაობა .

Saturday, 27 February 2016

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

მეექვსე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე. შემდეგ გადავედით შეფასების სტრატეგიებზე, გავაკეთეთ შეფასების გეგმა,შევქმენით ცხრილი და დავწერეთ ანალიზი. შემდეგ შეფასებების საქაღალდეში ავტვირთეთ ეს დოკუმენტი.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

https://docs.google.com/presentation/d/1JrZNEiZz4PiQ2Y42WnAklwXClgvfBCYASDb9raXU1wk/edit?usp=sharing

Sunday, 21 February 2016

მე5-ე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო.გავამახვილეთ ყურადღება საავტორო უფლებებზე.ვისწავლეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე.ცოტა ხელი შემიშალა ინტერნეტის ცუდად მუშაობამ.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, 20 February 2016

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა

  • რა არის ქველმოქმედება და რამდენად აქტუალურია  ის ჩვენს ქვეყანაში
თემატური კითხვა

  • რა არის მოხალისეობის მიზანი და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას საზოგადოებაში
შინაარსობრივი კითხვა

  • რომელ გრამატიკულ უნარჩვევებს და ლექსიკურ ერთეულებს  გამოიყენებენ მოსწავლეები პროექტის პრეზენტაციის დროს

Sunday, 14 February 2016

მესამე დღის რეფლექსია

მოვახდინეთ წინა ტრენინგის ანალიზი.
დავიწყეთ პუბლიკაციის მომზადება.მოვიძიე სტანდარტები პროექტის ფარგლებში.
გავეცანით მიზნებისა დაამოცანების რუბრიკას

სასწავლო ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:
  • სასწავლო აქტივობაში მონაწილეობის გზით გააცნობიერონ,თუ რა არის  მოხალისეობა და მისი მთავარი მიზანი.
  • ინფორმაციის მოძიებას ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ და შეიძენენ იმ საბაზისო უნარებს, რომლებიც გამოადგებათ რეალურ ცხოვრებაში.
  • ისტ-ის დახმარებით ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, ანალიზს და მასზე ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას და თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობას შედეგების მიღების მიზნით

Saturday, 13 February 2016

ჩემი პროექტის იდეა

ის პროექტის სათაური


მოხალისეობა კეთილშობილური საქმეა.




       მოხალისეობა მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. იგი ერთერთი პრიორიტეტული საქმიანობაა ბევრ ქვეყანაში,რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე,
      მოხალისეობისადმი ინტერესის გაღვივება უნდა დავიწყოთ დაბალი კლასიდანვე. მოხალისეობა არის შესანიშნავი საშუალება იმისა, რომ ბავშვი გახდეს საზოგადოების აქტიური წევრი. უკეთ რომ გაიგონ,თუ რა არის მოხალისეობა, მოსწავლეები იღებენ ინტერვიუს ინგლისურ ენაზე სკოლაში მყოფი მოხალისე ამერიკელი მასწავლებლისგან და ასევე ინტერნეტით ინგლისურ ენაზე მოიძიებენ მოხალისეობრივ საქმიანობას სხვადასხვა ქვეყნებში, შემდეგ ბავშვები იწყებენ მუშაობას ჯგუფებში და მიზნად ისახავენ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ საკუთარ სკოლაში,თუ ქალაქში,იკვლევენ რესურსებს და განსაზღვრავენ მოქმედების კურსს.
       ამ  პროექტის მეშვეობით მოსწავლეები განავითარებენ ახალ იდეებს და გაუზიარებენ სხვებსაც,ისწავლიან საღ მსჯელობას, რაც დაეხმარება მათ პრობლემის გადაჭრაში.
     ენის თვალსაზრისით გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და განავითარებენ ინგლისურ ენაზე ინტერვიუს აღების და პრეზენტაციის უნარჩვევებს, ასევე ისწავლიან  ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, ანალიზს და ამ ინფორმაციის დაკავშირებას საკუთარ საქმიანობასთან. 

მეორე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ახალი ბლოგების შექმნა,ბლოგის მისამართის გადაგზავნა,რა არის გუგლ-დრივი.ასევე ვისწავლეთ ინფორმირება ბუკლეტის საშუალებით. ბუკლეტში შინაარსის ჩაწერა.

Friday, 12 February 2016

ინტელის ტრენინგი დაიწყო

ვფიქრობ, ბევრს ,ახალს ვისწავლი,რაც არ ვიცოდი აქამდე.ყველაფერი ეს დამეხმარება შემდგომ საქმიანობაში